
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი გაკვეთილი კახეთს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგ ბელა კუჭუხიძესთან ერთად შეაჯამეს ნასწავლი მასალა და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.
აღნიშნული პრეზენტაციები კახეთში ღვინის კულტურას, სოფლის მეურნეობის დარგებსა და კახეთის ტერიტორიაზე არსებულ ნაკრძალებს ეხებოდა.
„ნოღოხაშის საჯარო სკოლის მე-6 კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი საგანში - „ჩვენ საქართველო“, ეთნოგრაფიული ისტორიული კუთხე კახეთის თემის გარშემო. მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგ ბელა კუჭუხიძესთან ერთად შეაჯამეს შესწავლილი თემა და წარმოადგინეს პრეზენტაციები: „ღვინის კულტურა კახეთში“, „სოფლის მეურნეობის დარგები“, „კულტურული ძეგლები“. ასევე, დაამზადეს ბუკლეტები: „ვაშლოვანის“, „ლაგოდეხის“ და “ბაწარას“ ნაკრძალებზე. ისაუბრეს კახეთის ისტორიულ ფაქტებზე და დასასრულს წარმოადგინეს ინსცენირება „მეფე ერეკლე და ინგილო ქალი“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: