ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
01-11-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

„ანბანის შემობრძანება“ ასე ერქვა გაკვეთილს, რომელზეც პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები და არაერთი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203