„თქვენით ამაყია სკოლა“- ბათუმის N20 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ
01-11-2021
ბათუმის N20 საჯარო სკოლის 2019-2020 და 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ. 

სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით, ულოცავს მედლების მიღებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს. 

„ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს 2019-2020 და 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, ოქროს მედალოსნებს, სკოლის წარმატებით დასრულებას. თქვენით ამაყია თქვენი სკოლა, გისურვებთ წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203