ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა მელიქიძემ მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში წარმატებას მიაღწია
01-11-2021

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ანა მელიქიძემ „ფინედუს“ კონკურსში გაიმარჯვა. 

აღნიშნული კონკურსი საქართველოში მეათედ ჩატარდა, ის მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით იმართება. 

კონკურსს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმა, finedu ატარებს, „ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე“ ეწოდება. 

ანა მელიქიძე კონკურსში გუნდთან ერთად მონაწილეობდა, მის გუნდს DALT ერქვა. მის შემადგენლობაში ახალციხის N3, N5 და N6 საჯარო სკოლების მოსწავლეებიც იყვნენ. მათი მენტორი კი ქეთევან ბალახაშვილი იყო. 

მათი ნამუშევრები ახალგაზრდების მიერ დაზოგვასთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხებოდა. 

სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეს ამ დიდ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

„ვულოცავთ პატარა ანას ამ დიდ გამარჯვებას!“,- წერს სკოლა. 

ფინალში გამოვლენილი გამარჯვებული გუნდების წევრები და მათი მენტორები ღონისძიების მხარდამჭერებისგან დასაჩუქრდებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203