„დეზინფორმაციის ანატომია“ - ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ ცნობილმა ექიმმა საინტერესო შეხვედრა გამართა
29-10-2021
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ სასკოლო საზოგადოებას ექიმი არჩილ მარშანია შეხვდა.

შეხვედრას პედაგოგებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მე-11 და მე-12 კლასელებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის თემა - „დეზინფორმაციის ანატომია“ იყო.

დამსწრე საზოგადოებამ უამრავი საჭირო ინფორმაცია მიიღო.

„ჩვენი სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, აგრეთვვე მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია შეხვდა. შეხვედრის თემა იყო - „დეზინფორმაციის ანატომია“, რომლის ფარგლებშიც არჩილმა ისაუბრა ანტივაქსერული განწყობების, ფეიკნიუსების, მონაცემების არასწორი ინტერპრეტაციების შესახებ. სკოლა პროგრესი მადლობას უხდის არჩილს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203