ჩხარის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
29-10-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით აღნიშნეს.

პედაგოგმა, შორენა ტაბატაძემ მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული გაკვეთილი ჩაატარა.

მასწავლებელმა პირველკლასელებს თემატურად გალამაზებული საკლასო ოთახი დაახვედრა და ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ვიდეორგოლიც გადაიღო.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

„პირველად კითხვას ვიწყებთ, გაგვეხსნება ცოდნის კარი“ - წერს მასწავლებელი შორენა ტაბატაძე.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203