მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ​ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
29-10-2021
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი წარმატებით იასპარეზეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპზე სკოლის მოსწავლეებმა ოქროს სიგელები დაიმსახურეს.

„წარმატებები ჩვენს მომავალ თაობას“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ, 29 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქარელელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203