
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - სოფო მარიამიძეს, დათა კრეხელაშვილს, ნიკა ოქროპირიძეს, ზურაბი ოქროპირიძეს, ვასიკო დურულს, სალომე მერებაშვილსა და ცოტნე ბალახაძეს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ რომ, 28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გორელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტო: