ეწრის საჯარო სკოლის პედაგოგი სვეტლანა ქათამაძე პირველკლასელებს ვიდეორგოლს უძღვნის
29-10-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლის პედაგოგი სვეტლანა ქათამაძე პირველკლასელებს ვიდეორგოლს უძღვნის.
სკოლაში პატარებს განსაკუთრებული სიხარულითა შეხვდნენ. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და მოსწავლეებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
მათ დამრიგებელი სვეტლანა ქათამაძე მოსწავლეებს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
„ჩემო პატარებო გილოცავთ „ცოდნის ტაძარში“ შემობრძანებას. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს. ასეთი ლაღები და ლამაზები იყავით მუდამ“,- წერს პირველიკლასის დამრიგებელი სვეტლანა ქათამაძე.