ნაგარევის საჯარო სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ
29-10-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - გიორგი ხუჯაძეს, ნინო მარგველაშვილს და სალომე ცქიფურიშვილს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.

სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს ულოცავს კუთვნილი მედლების მიღებას და მისალოც წერილს ავრცელებს:

„ჩვენი 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები: სალომე, ნინი და გიორგი დღეს ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. წარმატებული გზებით გევლოთ, ძალიან გვიყვარხართ და გვეამაყებით“, - წერია დირექციის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203