ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეები - მაგდა ბზიშვილი და ციცი კოლოტაშვილი „ეტალონმა“ დააჯილდოვა
29-10-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეები - მაგდა ბზიშვილი და ციცი კოლოტაშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

შეგახსენებთ რომ, 28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გორელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203