ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
29-10-2021
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ქეთევან წეველიძე, ოლიკო სამხარაძე, თამარ წეველიძე, თემურ წეველიძე და მედეა ხითარიშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ რომ, 28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გორელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს