ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
29-10-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ცხრამეტმა მოსწავლემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა.

დისტანციურ კონკურსში ოქროს სიგელები შემდეგმა მოსწავლეებმა: ელშანი მუსაევმა, სევგი ალმაზოვამ, აისელ ყურბანოვამ, ემილია სირონ ოღლიმ, მარიკა ასანოვამ და ასიმ აბაზოვმა დაიმსახურეს.

სკოლის შემდეგ მოსწავლეები კი - ელდარი მამედოვი, სედა ჯალილოვა, სევკი ისრაფილოვა, ასიმ აბაზოვი, ალექსი ქოსაევი, რაქსანა ფირიევა, მურადი დოშან ოღლი, აისუნ ყურბანოვი, ელვინ ნასიბოღლი, რასალია მამედოვი, ნანა ისაევი, აპსანა ქამალოვი, გუნაი სარდაროვი, ემილია ისაევა „ეტალონისგან“ სპეციალური ონლაინ სიგელებით დაჯილდოვდნენ.

28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში თელაველი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში თელავის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა თელაველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203