კარბის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
29-10-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებმა - იზაბელა ოქროპირიძემ, შოთა გნოლიძემ, სანდრო მისირელმა, საბა ძაბახიძემ, ლუკა კაპანაძემ და ელენე მაყიშვილმა დისტანციურ კონკურსში ოქროს სიგელები დაიმსახურეს. 

„კარბის საჯარო სკოლაში ჩატარდა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის" ონლაინკონკურსი. მასში მონაწილეობა მიიღეს მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა, კონკურსი ჩატარდა საინტერესოდ, მოსწავლეებმა გამოავლინეს შესაბამისი ცოდნა სხვადასხვა დისციპლინაში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გორელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 99 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „გორის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 29 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმართება. ​

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203