„ბედნიერები, ხალისიანები და ენერგიულები“ - ივერიის საჯარო სკოლას განსაკუთრებით მონდომებული რვა პირველკლასელი ჰყავს
29-10-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლას 2021-2022 სასწავლო წელს რვა ნიჭიერი პირველკლასელი ჰყავს, რომლებმაც სწავლა 4 ოქტომბერს საკლასო ოთახში დაიწყეს.
სკოლის დირექცია მონდომებულ და ენერგიულ პატარა მოსწავლეებს ულოცავს ცხოვრების ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას.
„ივერიის საჯარო სკოლამ სწავლა სკოლის კედლებში დაიწყო. გვყავს რვა პირველკლასელი. ისინი ბედნიერები, გახარებულები, ხალისიანები და ენერგიულები არიან. მოვულოცოთ მათ და წინსვლა ვუსურვოთ“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს