ღრელის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნონა ივანიძემ პირველკლასელებს კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა
29-10-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის პირველკლასელებს სახელმწიფოსგან კომპიუტერები გადაეცათ; პირველკლასელებს კომპიუტერები სკოლის დირექტორმა, ნონა ივანიძემ პირადად საზეიმოდ გადასცა.
„პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ. აღნიშნული პროგრამის მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ბენეფიციართათვის სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა. საჩუქრები მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნონა ივანიძემ პირადად გადასცა. სკოლის დირექცია მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს არსებული ეპიდსიტუაციებიდან და რთული ვითარებიდან გამომდინარე შეუფერხებლად გადაეცათ სკოლის პირველკლასელებს კომპიუტერები. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს და ყველა აღსაზრდელს“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს