ქუთაისის N12 სკოლის პირველკლასელებისთვის ანბანის სწავლების დაწყება იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დაემთხვა
29-10-2021
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დაიწყეს. 

სკოლაში ანბანის სწავლის დაწყება 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დაამთხვიეს. 

პედაგოგები და მთლიანად სკოლა პატარებს წარმატებას უსურვებს.

„27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელები ჯადოსნური ანბანის პირველ ასოებს შეხვდნენ. გვჯერა, ანბანთან შეხვედრა ნათელ კვალს დატოვებს მათ ცხოვრებაში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203