თხილნარის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს გმირის, კაპრალ მინდია აბაშიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში მინდია აბაშიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა მრავალი საინტერესო აქტივობა: ლიტერატურული დილა „გმირი“; სპორტული შეჯიბრებები; ნახატების გამოფენა „ჩვენი დროის გმირი“;
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს გმირის, კაპრალ მინდია აბაშიძის გმირული ბიოგრაფია და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
იხილეთ ფოტო: