ზესტაფონის N5 სკოლის მოსწავლეებმა პალეოლითის ხანის ადამიანთა ყოფა-ცხოვრება საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
29-10-2021
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-7ბ კლასის მოსწავლეებმმა ისტორიის გაკვეთილზე, პალეოლითის ხანის ადამიანებისა და პერიოდის შესახებ საინტერესო მასალები და ნამუშევრები წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესში საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და მოძიებული მასალები გამოფინეს.
მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა - გიორგი გაჩეჩილაძემ პალეოლითის ხანის იარაღები დაამზადა და დამსწრე საზოგადოებას თითოეულის შესახებ დაწვრილებით უამბო, საბა მახათაძემ პალეოლითის ხანის ქოხი დაამზადა. ალექსანდრე ბარამიძემ კი მომზადებული ვიდეოს ჩვენება და განხილვა მოაწყო, რომელიც ამავე ხანის ადამიანების ცხოვრებას შეეხებოდა. ასევე აღსანიშნავია, ლიზა მახათაძის მიერ შექმნილი რუკა და ცხრილი. ლუკა კაკოჩაშვილმა პალეოლითის ხანა საინტერესოდ გამოიკვლია და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მოთხრობა გააცნო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს