ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინიფეხბურთში მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში წარმატება მოიპოვეს
25-27 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში მინიფეხბურთში მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა.ტურნირში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ მედლები და თასები. სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს მოსწავლეებს და მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
27 ოქტომბერი საქართველოს გმირის, მინდია აბაშიძის დაბადების დღეა. სოფელ თხილნარის მკვიდრი, კაპრალი მინდია აბაშიძე მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. იგი 2012 წლის 10 ოქტომბერს, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა.
იხილეთ ფოტო: