ზემოსურების საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა ბარამიძე და მისი მე-2 კლასის ნიჭიერი მოსწავლე გაბრიელ ლომთათიძე მრავალფეროვან აქტივობებს ერთად გეგმავენ
29-10-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა ბარამიძე მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. 

მისი ნიჭიერი მოსწავლე მეორეკლასელი გაბრიელ ლომთათიძე კი სასწავლო პროცესში დიდი ინტერესით არის ჩართული და კრეატიული იდეებითაც გამოირჩევა. 

ამჯერად, გაკვეთილის თემა იყო - „შემოდგომის ნობათი“.

„შემოდგომის ნობათი“ - ამის განცდა მე და ჩემს ერთ უსაყვარლეს მოსწავლეს ასეთი აქტივობებით გვინდოდა და მგონი გამოგვივიდა, ვცდილობთ არ გვქონდეს ერთფეროვანი და მოსაწყენი გაკვეთილები.
ერთად გვგეგმავთ აქტივობებს და ერთად ვახორციელებთ. მე თუ მკითხავთ სულაც არ იქნება მოსწავლისთვის გაკვეთილი მოსაწყენი როცა თვითონვეა აქტიური მონაწილე და იდეებიც მასთან შეთანხმებული.
შემოდგომის ბარაქის თანამონაწილეა სახლში მაგრამ აი საკლასო ოთახში კი სხვა ეფექტის იყო. ძალიან აქტიურად ჩაება გაამზადა ყველაფერი უნდოდა რომ ყველაფერი ლამაზი და შემოდგომის ფერის ყოფილიყო. მგონი გამოგვივიდა კიდეც“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203