ზესტაფონის N1 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
29-10-2021
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.

სკოლის I კლასში ანაბის შემობრძანება განსაკუთრებულად აღნიშნეს. ასოების ჯადოსნურ სამყაროში აღსაზრდელებს, პედაგოგი მაკა ყიფშიძე წარუძღვა.

ბავშვებს პედაგოგმა თემატურად მორთული საკლასო ოთახი დააახვედრა, რითიც პირველკლასელებმა კიდევ უფრო გაიხარეს და სწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ.

„ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის „დედაენას" ხელში პირველად აიღებს", რადგან ამ სამზეოს ცქერას ახლებურად იწყებს. სწორედ ასეთი საოცარი გულის ფეთქვითა და  მოლოდინით აციმციმებული თვალებით შეეგებნენ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეები ქართული ანბანის შემობრძანებას და „დედაენიდან" მოფრქვეულ იის სურნელს. ამ ჯადოსნურ სამყაროში მათ მასწავლებელი მაკა ყიფშიძე შეუძღვა. ბედნიერი და წარმატებული იყოს თქვენი პირველი ნაბიჯები ცოდნის ძიების გზაზე, ჩვენო პატარებო“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203