„შემოდგომის ფერები“ - თბილისის N6 საჯარო სკოლაში კვირეული მოეწყო
29-10-2021
თბილისის N6 საჯარო სკოლაში შემოდგომას სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული კვირეული - „შემოდგომის ფერები“  მიეძღვნა.

კვირეულის ფარგლებში სკოლაში მოსწავლეების მონაწილეობით არაერთი საინტერესო ღონისძიება მოეწყო.

ბავშვებმა საქართველოს თითოეული კუთხე საინტერესოდ წარმოადგინეს.

სკოლაში, ასევე მოეწყო შემოდგომის ულამაზესი კუთხე, სადაც სხვადასხვა ნობათი და უნიკალური ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

„ჩვენი კვირეული „შემოდგომის ფერები“ დასასრულს უახლოვდება. მადლობა ყველა მოსწავლეს, მხარდაჭერისთვის მშობლებს და ჩვენ შეუდარებელ, ენერგიულ, კრეატიულ პედაგოგთა გუნდს“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203