თბილისის N133 საჯარო სკოლის პირველკლასელებ​მა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
29-10-2021
თბილისის N133 საჯარო სკოლის პირველკლასელები „ანბანის შემობრძანებას“ საზეიმო გაკვეთილით დახვდნენ.

პედაგოგმა, ნატალი გზირიშვილმა პატარა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული გაკვეთილი ჩაატარა.

მასწავლებელმა პირველკლასელებს თემატურად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა, რითიც აღსაზრდელები ძალიან გაახარა.

ბავშვები საგაკვეთილო პროცესში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„დღეს ჩვენთან უძვირფასესი

სტუმრის მოსვლის დღე დგებაო.

გზად ია-ვარდი დაფინეთ

ანბანი მობრძანდებაო“ - ასე ზეიმით, მხიარულებითა და სიყვარულით დავხვდით ანბანის შემობრძანებას. დალოცვილი ყოფილიყოს პატარების სავალი გზა და ყოველი პირველი მათ ცხოვრებაში“, - წერს პედაგოგი ნატალი გზირიშვილი.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203