განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე საინტერესო კონფერენციას დაესწრო
29-10-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე 28 ოქტომბერს, პირველ ეროვნულ კონფერენციას - „ვირტუალური მოხალისეობა საქართველოში“ დაესწრო. 

კონფერენციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ იყო. 

შეხვედრაზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ მესხიმ სტუმრებს კვლევის - მოხალისეობა ვირტუალურ სივრცეში შედეგები გააცნო და მსოფლიოში ვირტუალური მოხალისეობის გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

„კონფერენციაზე ვისაუბრეთ მოხალისეობაზე საქართველოში პანდემიამდე, პანდემიის პერიოდში და პანდემიის დასრულების შემდგომ როგორ განვითარდება მოხალისეობა ვირტუალურ სივრცეში. 
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი კახა ხანდოლიშვილი, მოხალისეობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები, 
მოხალისეები, არასამთავრობო/სამთავრობო ორგანიზაციები“,- აღნიშნავს რომან სურმანიძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203