კონდოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის 3 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- იაკობი გოგებაშვილი;
- ნიკა ელიაძე;
- მარიამი მახარაშვილი.
მათ „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში თელაველი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში თელავის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა თელაველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: