„10 წლის შემდეგ ვისურვებდი ჩემი სკოლა იყოს არა ბორჯომში, არამედ აფხაზეთში“-აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კიკნაველიძე
28-10-2021
მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კიკნაველიძე პასუხობს.

- სკოლაში იგრძნობა. . .

- სიხარული ბავშვების, იმის გამო რომ ერთმანეთს შეხვდნენ დიდი ხნის განშორების შემდეგ.

- მოსწავლეს სურს. . .

- რომ ისწავლოს ჩვეულებრივ სწავლით და მჩქეფარე იყოს სასკოლო პროცესი.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .

- ერთმანეთთან შორს ყოფნა.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .

- გავითავისოთ მოცემული დავალება, შევასრულოთ კეთილსინდისიერად.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .

- ჩემი სკოლა იყოს არა ბორჯომში, არამედ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი ქალაქის საჯარო სკოლა.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .

- მეტი ყურადღება, მეტი ტრეინინგი პირადი შეხვედრებით, რათა უფრო ადვილი იყოს ერთმანეთის აზრების გაზიარება და დამეგობრება.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .

- საგანს, რომელსაც ქვია სიყვარული, მეგობრობა და პატივისცემა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203