ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის 2 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- დეა გაგუა - XI კლასელი;
- ქეთი კაზარიანი - XI კლასელი.
მათ „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.
26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ოზურგეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ოზურგეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: