გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის შვიდ მოსწავლეს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელი გადაეცა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის 7 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- ლინდა თავდგირიძე;
- ლიზი დავითაძე;
- როინი სურმანიძე;
- ია გორგაძე;
- მირანდა ბერიძე;
- ნოდარ მამალაძე;
- რამინი რამიშვილი.
მათ „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.
26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ოზურგეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ოზურგეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: