„ეტალონმა“ ახრისის საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე მეტრეველი დააჯილდოვა
28-10-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე მეტრეველი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
გორის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქარელელი მოსწავლეებისთვის დღეს, 28 ოქტომბერს იმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.