ნაგომარის საჯარო სკოლის 7 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის 7 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- ანანო შენგელია;
- სალომე კახაძე;
- ლუკა გაბუნია;
- მარიკა ბერიძე;
- ანნა მარგველიანი;
- ვერიკო სარიშვილი;
- ლუკა კვასტიანი.
მათგან 2 მოსწავლე - ლუკა კვასტიანი და ანანო შენგელია, მეორე ეტაპზე გადავიდა.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართულმა ყველა მოსწავლემ „ეტალონის“ სპეციალური სიგელი დაიმსახურა.
26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ოზურგეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ოზურგეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: