მშვიდობაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის 3 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. კონკურსის პირველ ეტაპში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- თამრიკო ებანოიძე - VIII კლასი;
- ირინა შავაძე - VIII კლასი;
- ლიკა აბაშიძე - VIII კლასი.
აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი მეორე ეტაპზე გადავიდა.
26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ოზურგეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ოზურგეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: