„ბავშვები კიდევ ერთხელ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ წიგნს უდიდესი ძალა აქვს“- თბილისის N133 სკოლის მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
თბილისის N133 საჯარო სკოლის VIგ კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ.
მოსწავლეებმა პროგრამულად გაიარეს ნუგზარ შატაიძის „ჩემი სოფლის სამკითხველო“. ისინი იმდენად დაინტერესნენ ნაწარმოებით, რომ პედაგოგმა გადაწყვიტა მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში მიეყვანა.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესეით ჩაერთნენ, ისინი ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკარის მუშაობის პრინციპს გაეცნენ.
„VIგ კლასის მოსწავლეებმა პროგრამულად გაიარეს გაკვეთილი თემაზე - „ჩემი სოფლის სამკითხველო'' (ნ. შატაიძე).
ნაწარმოებში სოფლისა და ქალაქის ბიბლიოთეკასა და წიგნის სიყვარულზეა საუბარია. ამ გაკვეთილის გავლის შემდეგ, გადავწყვიტე სტუმრად მივსულიყავი მოსწავლეებთან ერთად სკოლის ბიბლიოთეკაში და გავცნობოდით ბიბლიოთეკას და ბიბლიოთეკარის, ირინა თავბერიძის მუშაობის სტილს.
გაიმართა დისკუსია, გამოიკვეთა საერთო - ნაწარმოებში აღწერილი ბიბლიოთეკარისა და ქალბატონი ირინას მუშაობის სპეციფიკაში.
მოსწავლეებმა, რომლებიც გაერთიანებული არიან ბიბლიოთეკაში, ისაუბრეს იმ სიამოვნებაზე, რომელსაც განიცდიან წიგნების არჩევისას. ისინი ხომ თავად ირჩევენ სასურველ წიგნს. ბავშვები კიდევ ერთხელ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ წიგნს უდიდესი ძალა აქვს. მათი აზრით, აუცილებელია ბიბლიოთეკაში ხშირი სტუმრობა.
ვფიქრობ, გაკვეთილი ძალიან საინტერესო გამოვიდა“,- წერს მასწავლებელი ეკა იმერლიშვილი.
იხილეთ ფოტოები: