აჭყვას საჯარო სკოლის ლიტერატურულ კლუბში წიგნის განხილვა მოეწყო
28-10-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის ლიტერატურულ კლუბში ნიკოლოზ ტოტოღაშვილის წიგნის - „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, განხილვა მოეწყო. 

ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლირერატურის პედაგოგი ირინე გორგაძეა.

წიგნზე პრეზენტაციის ავტორი ევა სურმანიძე იყო. 

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

„ლიტერატურულმა კლუბმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირინე გორგაძე 2021-2022 სასწავლო წელს უკვე მეორე შეხვედრა მოაწყო. შეხვედრის თემა იყო ნიკოლოზ ტოტოღაშვილის წიგნის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ განხილვა. პრეზენტაციის ავტორი იყო ევა სურმანიძე. 
წარმატებებს ვუსურვებთ კლუბის თითოეულ წევრს და ხელმძღვანელს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203