
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ნათელა მგელაძის ხელმძღვანელობით, ამ ღირსშესანიშნავ დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ქართველი პედაგოგი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა.
იხილეთ ფოტოები: