„სწორედ ამიტომ ღირს იყო მასწავლებელი“-რაქვთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს ყოფილმა მოსწავლეებმა ემოციური წერილები მისწერეს
28-10-2021
თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგ გულნარა სურმანიძეს ყოფილმა მოსწავლეებმა წერილები მისწერეს. 

მოსწავლეები, რომლებსაც გულნარა სურმანიძე 4 წელი ასწავლიდა, ახლა მეხუთე კლასში გადავიდნენ და დამრიგებელიც შეიცვალეს.

მათ საყვარელ მასწავლებელს წერილები მისწერეს. 

„სწორედ ამიტომ ღირს იყო მასწავლებელი, ვერანაირი ანაზღაურება ვერ შეცვლის იმ სიხარულს, რაც დღეს განვიცადე, როცა ეს წერილები გადმომცეს ჩემმა პატარებმა, რომლებიც ოთხი კლასის დასრულების შემდეგ სხვებს ჩავაბარე.
რა თქმა უნდა, ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე.
მეც ძალიან მიყვარხართ ჩემო ძვირფასებო: ელენე, ნათია, ლუკა, ანუკი, მიგელი, ირაკლი“,- წერს დაწყებითი კლასის პედაგოგი გულნარა სურმანიძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203