„ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის“-თბილისის N12 სკოლის VI კლასის მოსწავლეები, თვითმმართველობის ინიციატივით, საინტერესო აქტივობაში ჩაერთნენ
28-10-2021
თბილისის N12 საჯარო სკოლაში თვითმმართველობის ინიციატივით, საინტერესო აქტივობა ჩატარდა. 

VI კლასის მოსწავლეებმა სკოლაში საკანცელარიო ნივთები მიიტანეს. მათ კი, ვისაც ეს ნივთები სჭირდებოდათ, შეეძლოთ, რომ სახლში წაეღოთ და გამოეყენებინათ. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი სიხარულითა და ინტერესით ჩაერთნენ. ამ ნაბიჯით ისინი ერთმანეთს გვერდით დაუდგნენ.

აქცია მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო. 

„ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის"
ძვირფასებო სწორდით,
ძვირფასებო სმენა,
მოგვისმინეთ კარგად
დევიზს გამცნობთ ყველას,
„ერთი ყველასათვის და
ერთისათვის ყველა“
მიიღეთ ჩენგან მოკრძალებული თანადგომა!“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203