ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო საღამო გამართეს
28-10-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, თეა კვიტაშვილის ხელმძღვანელობით იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო საღამო გამართეს.
მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ლექსები და მოთხრობები წაიკითხეს, ასევე მოაწყვეს მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებასთან დაკავშირებით შესრულებული საკუთარი ნახატების გამოფენა.
იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მან საქართვეელოში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად - შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს