კარდენახის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიგა გოგებაშვილი შთამბეჭდავ ფოტონამუშევრებს ქმნის
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კარდენახის საჯარო სკოლა მე-12 კლასის მოსწავლე გიგა გოგებაშვილის ფოტონამუშევრებს გვიზიარებს.
სკოლაში პროექტი - „ჩემი თვალით დანახული შემოდგომა” დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თავინთ ნამუშევრებს სხვებს უზიარებენ და თანატოლებსაც ამისკენ მოუწოდებენ.
„შემოდგომამ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი იდეების განხორციელებისაკენ უბიძგა, რის საფუძველიც ჯანსაღი ადამიანური სურვილია, დატკბე გარემოს მშვენიერებით და შენი განცდები გაუზიარო თანატოლებს, თანამოქალაქეებს, უფროს მეგობრებს...
ამ წამოწყების კვალდაკვალ კარდენახის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიგა გოგებაშვილი გამოწვევას სთავაზობს თანატოლებს და საკუთარ ფოტონამუშევრებს უზიარებს.
ჩაერთე გამოწვევაში „ჩემი თვალით დანახული შემოდგომა” და გაგვიზიარე შენი ნამუშევრები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: