გალავნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის 1-ლი კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე ლექსებით, სიმღერითა და ცეკვებით აღნიშნეს.
პედაგოგი მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეებმა კი მწერლის ღვაწლი აღნიშნეს და მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს.
პირველკლასელები აქტივობებში ხალისით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: