ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
28-10-2021
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ საშემოდგომო თემასთან დაკავშირებით მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „შემოდგომის ფერთა ლაშქარი ჩვენს შემოქმედებაში“ მოაწყო. მოსწავლეებმა შემოდგომის ტყიდან მოტანილი „ექსპონატებით“ შემოქმედებითი ფერადოვნება შექმნეს. მოსწავლეების ნამუშევრებმა საინტერესოდ გადმოსცეს „ამ ფერთა მხატვარი შემოდგომა..“