დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიამ“ მუშაობა დაიწყო
28-10-2021
 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მხარდაჭერით „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიამ“ მუშაობა დაიწყო.  

კლუბში გაერთიანებულნი არიან  მე-7, მე-8, მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები. კლუბის ფასილიტატორებმა: თინა ასათიანმა და ინგა თოიძემ რამდენიმე აქტივობა უკვე ჩაატარეს, რომელმაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი და სიხარული გამოიწვია.

სკოლის დირექციამ კლუბს მუშაობისთვის ცალკე ოთახი გამოუყო და საჭირო ინვენტარითაც მოამარაგა.

„მოსწავლეთა მოლოდინი დიდია, წინ საინტერესო დღეები ელოდებათ, წარმატებებს ვუსურვებთ,მოსწავლეებს და ფასილიტატორებს“, - აცხადებენ კლუბის შემქმნელები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203