ჯვარის N1 საჯარო სკოლის 5 მოსწავლეს ოქროს მედალი გადაეცა
28-10-2021
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის ხუთ კურსდამთავრებულს: ნანა ჭანტურიას, სალომე დადიანს, ქეთი უბილავას, მარიამ ფიფიას და საბა გეთიას სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ოქროს მედლები გადაეცათ.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით.
ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10.