ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
28-10-2021

თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში VI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ინტელექტუალური თამაში გაიმართა. 

ნინი ტაკიძის (კაპიტანი) ანასტასია ბარათაშვილის (კაპიტანი) გოგა გუნთაიშვილის (კაპიტანი) მარი მსხალაძის (კაპიტანი) გუნდებს შორის საინტერესო თამაში წარიმართა. 

მოსწავლეები თამაშში ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეების - ნინი ტაკიძის, ანა კაიკაციშვილის, ნია ამირხანიანის, ელენე გიგინეიშვილის საინტერესო თამაშის წყალობით ნინი ტაკიძის გუნდმა გაიმარჯვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203