წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკოტურით პრომეთეს მღვიმეში იმყოფებოდნენ
28-10-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პრომეთეს მღვიმეში ეკოტურში იმყოფებოდნენ. 

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები არაერთ გარემოსდაცვით ღონისძიებაში ჩაერთნენ, მათ შორის პრეზენტაციები გამართეს, მინი კონფერენციაში მონაწილებდნენ და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს.

„შავი ზღვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციის ინიციატივით, პროექტის- „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში, იმერეთის მღვიმეებისა და დაცული ტერიტორიების სამსახურის ხელშეწყობით, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ეკოკლუბ „ნიამორის“ წევრთა ჩართულობით განხორციელდა ეკოტური პრომეთეს მღვიმეში. მოსწავლეებმა: მ.გახოკიამ, ნ.კიკნაძემ და ლ.ქაჯაიამ წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. გარემოსდაცვით საკითხებზე მოსწავლეებს ესაუბრა ლ.გამყრელიძე, ხოლო დაცული ტერიტორიების  შესახებ -ლ.ერბელიძე. მოსწავლეებს, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, სკოლის დირექტორმა ფ.ფანჩულიძემ შესთავაზა შეექმნათ ნახატები და დაეწერათ თხზულება თემაზე- „მე რომ შავი ზღვა ვიყო...“ (რას  ვეტყოდი ადამიანებს). მინი- კონფერენციის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს პრომეთეს მღვიმე და გაისეირნეს ნავებით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203