ვაზიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრი მოაწყვეს
27-10-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლის მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ირმა ბერიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობა გამართეს.
მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრი წარმოადგინეს, რომელშიც დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
ჩრდილების თეატრში ბავშვებმა ქართული საბავშვო ფილმი წარადგინეს.
ღონისძიება ძალიან სასიამოვნოდ დასრულდა და პედაგოგთან ერთად ბავშვებიც ბედნიერები იყვნენ.