ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ თვითმმართველობის სხდომა გაიმართა
27-10-2021
ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში თვითმმართველობის პირველი სხდომა გაიმართა. 

სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით გაიმართა. 

სკოლა არჩეულ კანდიდატებს წარმატებას უსურვებს.

„ჩვენი სკოლის თვითმმართველობამ დღეს პირველი სხდომა გამართა;
არჩევნების პროცესების სრული დაცვით და დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით წევრებმა აირჩიეს პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და მდივანი. 
მოდით, ყველამ ერთად მივულოცოთ არჩეულ კანდიდატებს ამ დიდი პასუხისმგებლობის აღება და ვუსურვოთ პროგრესული ნაბიჯების გადადგმა სასკოლო საკითხების მართვისას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203