ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ კიდევ ერთი აღიარება
27-10-2021
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესმა“ კიდევ ერთი დიდი აღიარება და წარმატება მოიპოვა, რითიც თითოეული მოსწავლე და პედაგოგი ამაყობს.

„გაიცანით TBC-ის ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“. „პროგრესის“ ისტორია 2002 წლიდან იწყება. „პროგრესი“ დღეს ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში და თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სამ მსხვილ კამპუსს აერთიანებს. სკოლა ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ამერიკული სკოლების და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ. ყოველივე ეს „პროგრესს“ ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებული ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში.  ამავდროულად, ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს საშუალება აქვთ მოემზადონ ამერიკული წინასაუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელთაც საერთაშორისო უნივერსიტეტებში კრედიტებად აღიარებენ“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203