„ვულოცავ ლუკას მცხეთის ნომერ პირველი მოსწავლის ტიტულს“- მცხეთის N2 სკოლის დირექტორი მცხეთის „ეტალონ მოსწავლეს“ წარმატებას ულოცავს
27-10-2021
მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ჩოხელი მცხეთის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა.

სკოლის დირექტორი ნანა ბოხუა მას ამ წარმატებას ულოცავს და მომავალ წინსვლას უსურვებს. 

დირექტორი ასევე ულოცავს ყველა იმ პედაგოგს, რომელსაც ლუკას აღზრდასა და წარმატებაში წვლილი მიუძღვის.

„ამჯერად ლუკა ჩოხელი!
ვულოცავ ყველა მეორესკოლელს, განსაკუთრებით იმ  პედაგოგებს, ვინც ეს ეტალონი ბიჭი გამოძერწა! ვულოცავ თვითონ ლუკას-მცხეთის ნომერ პირველი მოსწავლის ტიტულს! ვულოცავ ლუკას ოჯახს ამ დიდ გამარჯვებს!
მართლაც ძალიან მიხარია!
უკვე მერამდენედ ლიდერობენ მეორესკოლელები!
"დაე, იარონ, იარონ, იარონ, ამინ!"
ერთზე მწყდება გული - გამარჯვების სიხარულის აღმბეჭდავი მსგავსი ფოტო წელს არ გვაქვს“,- წერს სკოლის დირექტორი ნანა ბოხუა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203