თბილისის N83 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ
27-10-2021
თბილისის N83 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.
სკოლის დირექცია ულოცავს კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლების მიღებას.
„მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროგრამას. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა. ვულოცავთ ჩვენი სკოლის ოქროს მედალოსან მოსწავლეებს. ვუსურვებთ პროფესიულ ზრდასა და წარმატებას“, - წერია სკოლის დირექციის მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს